16:09 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 10:45:53, 993 ნახვა

საზოგადოება
მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს.

ანდრია სარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას ჭყონდიდელმა მიტროპოლტმა გრიგოლმა გააცნო და მისი საკითხი სამსჯელოდ სინოდალურ კომისიას გადასცა.

„პირველი შეხვედრა მოხდა ახლადდანიშნულ ჭყონდიდელ მიტროპოლიტთან გრიგოლთან. მომახსენა, რომ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისათვის გათავისუფლებული ვიყავი ჭყონდიდის ეპარქიიდან. ამავე დროს, ჩემი საკითხი სამსჯელოდ გადაეცა სინოდალურ კომისიას. ვასაჩივრებ იგივე ჭყონდიდის მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას, რადგან შეიძლება ითქვას, რომ უმიზეზოდ გამომიშვა ეპარქიიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

შეგახსენებთ, რომ მღვდელმონაზონი ანდრია სარია ინჩხურის ტაძრის წინამძღოლი იყო, რომელმაც ტაძარი მეუფე პეტრე ცაავას გათავისუფლების შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics