16:09 - 26 Jul, 2026
|
2019-12-12 15:43:39, 1533 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, დეპუტატები ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა და კობა ლურსმანაშვილი შეუძლოდ გახდნენ. „დაშავდა ასევე პარლამენტის აპარატის 2 თანამშრომელი - ირაკლი მიქაძე და ციური როსტომაშვილი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)