|
2019-12-11 15:59:00, 1867 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში 180 ხე დაირგო
გლდანის რაიონში, გამწვანების სამუშაოები განხორციელდა. 15 მისამართზე სხვადასხვა ჯიშის, 180 ფოთლოვანი ხე დაირგო. საშემოდგომო გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, აფხაიძის ქუჩაზე N7-N9, მუხიანის პირველი მიკრორაიონის N2 , მეოთხე ბ მიკრორაიონის N29, N35, N42 – N43 კორპუსების ასევე, მესამე მიკრორაიონის N19 და გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N21-N22, მეშვიდე მიკრორაიონის N17 ვ, მეხუთე მიკრორაიონის სკვერში, მეოთხე მიკრორაიონის N92ა - N92 ბ, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსების მიმდებარედ ხეები დაირგო. მცენარეების დარგვა გლდანულას N2-N2 ა, N3-N3ა, გობრონიძის ქუჩაზე და სოფელ გლდანში 26 მაისის რეაბილიტირებულ სკვერში განხორციელდა. ასევე, ხიზაბავარის ქუჩა N47-ის მიმდებარედ. რაიონში სხვადასხვა ფოთლოვანი ხე - ჭადარი, ნეკერჩხალი, არღავანი და ტყემალი დაირგო. აღნიშნული ხეების მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული შპს „მწვანე სახლი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 68 839 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს გლდანის რაიონში ხეების დარგვა ჯამში, 24 მისამართზე განხორციელდა და 360 ხე-მცენარე დაირგო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)