14:38 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 14:08:34, 1076 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის გამზირზე სკვერი განახლდა

ყაზბეგის გამზირზე, N1 და N3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები განთავსდა, ასევე, LED განათება, საჩრდილობელი, გარე ტრენაჟორი და ყველა საჭირო ინვენტარი. ტერიტორია გამწვანდა და ხის ღობით შემოიფარგლა.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს  მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„სკვერის გარშემო რამდენიმე კორპუსია, რომლის მცხოვრებლები უკვე ლამაზ და კომფორტულ გარემოში შეძლებენ დასვენებას. რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდა. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გამწვანების სამუშაოებს. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანია „ტაომ“ განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 99 026 ლარი დაიხარჯა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics