|
2015-07-23 15:29:42, 501 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ბათუმის დრამატული თეატრის კაპიტალური რეაბილიტაცია უკვე ერთი წელია რაც მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან და ქალაქის მერთან გია ერმაკოვთან ერთად მოინახულა. მიმდინარე პროცესი მათ სამშენებლო კომპანია „ელიტა-ბურჯის“ წარმომადგენელმა პირადად დაათვალიერებინა. სარეაბილიტაციო პროექტი შენობის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. თეატრის შენობის ფასადს ჩაუტარდება რესტავრაცია და შენობას დაუბრუნდება ავთენტური სახე. პროექტის თანახმად განახლდება ასევე თეატრის ჭაღი და სკამები. შემოქმედებითი დასისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის მოეწყობა ოთახები. შეიცვლება გათბობისა და ვენტილაციის სისტემა. დამონტაჟდება ახალი განათების და გახმოვანების აპარატურა და სინქრონული თარგმანის აპარატი, რაც მისცემს თეატრს საშუალებას უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებს. პროექტის თანახმად, თეატრში მოწვეული რეჟისორისთვის, მხატვრისთვის, მსახიობებისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად სამი სასტუმრო ნომერი მოეწყობა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დრამატულ თეატრს სამი სცენა ექნება. პირველ სართულზე განთავსდება მუზეუმი. ფოიეში მოეწყობა ხელოვანთა კაფე. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად სარეაბილიტაციო პროექტი შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტოსთან. დღესვე არჩილ ხაბაძემ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, მელაშვილის ქუჩაზე მდებარე ახალი მცირე სცენა მოინახულა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს შეხვდა. მცირე სცენა იქნება ალტერნატიული ფართი არა მარტო დრამატული თეატრის დასისთვის, არამედ თეატრის მოყვარული საზოგადოებისთვის. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მცირე სცენის მშენებლობისთვის 240 000 ლარი გამოიყო. პროექტის თანახმად აშენდა ერთსართულიანი შენობა დაახლოებით 100 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით. სამუშაოები აწარმოა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. „ჯი თი აი 2007“. თეატრის მცირე სცენა უახლოეს მომავალში ორი საპრემიერო ჩვენებით გაიხსნება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)