|
2019-12-08 14:07:53, 2067 ნახვა
საზოგადოება
ვარდისუბნის ქუჩაზე გზის კაპიტალური მოწყობა განხორციელდა
მუხიანი 2-ში, ვარდისუბნის ქუჩაზე დაახლოებით, 4 200 კვ. მ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარის დაგება დასრულდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური. ამასთან, ქუჩის დარჩენილ ნაწილზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 560 000 ლარი დაიხარჯა. ამასთან, გამგეობამ მიმდინარე წელს მუხიანის აგარაკებზე - ჟვანიასა და საზანოს ქუჩების მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია განახორციელა და 4028 კვ. მეტრ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის საფარი დააგო. ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მუხიანის აგარაკებზე წელს წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო, გამგეობა კი სანიაღვრე ქსელის და გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)