2019-12-07 15:39:45, 2586 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილზე: იმედია, უახლოეს პერიოდში შეგვეძლება ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ
„იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ყველას შეგვეძლება ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაშია.
„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, შესაბამისი ყველა უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდი ყველას შეგვეძლება ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,