|
2015-07-23 12:45:46, 1193 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - „ჩხერიმელა ადიდდა. ვდგავართ...“
1895 წლის 28-31 ოქტომბერი. მდინარე ჩხერიმელას ადიდებამ ლიხის ქედის დასავლეთის კალთა დატბორა, მწყობრიდან გამოვიდა რკინიგზა, დაინგრა ხიდები და სარკინიგზო ლიანდაგს ნიადაგი გამოეცალა. ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტად შერჩეულ ფოტოზე ჩანს წყალდიდობისაგან დაზიანებული რკინიგზა სადგურ მარელისში. სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ეს ფაქტი რეზო გაბრიაძემ 1970-იან წლებში მხატვრულ ფილმ „შერეკილების“ სცენარშიც შეიტანა: მარგარიტა ამყოლაძეს ხარაგაულიდან ელვა-დეპეშას უგზავნის მეუღლე: „ჩხერიმელა ადიდდა, ვდგავართ. ფრთხილად იყავი. მარჯვენა თვალი მითამაშებს. შენი ტრიფონი“. გაზეთ „ივერიას“ ცნობით, რკინიგზის გამგეობამ სტიქიის შედეგების დასაფიქსირებლად ფოტოგრაფი დაიქირავა. ედუარდ კლარის გადაღებული ფოტოსურათების ალბომი ეროვნულ არქივში ინახება. ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia. „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)