|
2019-12-07 11:09:10, 968 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, გვიან ღამით ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც თაქთაქიშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე გზის გამყოფი ხაზების, საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის სამუშაოები დაიწყო, ასევე, მოირეცხა ტროტუარები. სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" აწარმოებს. მისივე თქმით, გამზირზე საგზაო სამუშოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ახალი წლის პერიოდის გამო მიიღეს, რადგან ამ პერიოდში ქალაქში ავტომანქანების მოძრაობა გადატვირთულია. ადგილზე თბილისის მერთან ერთად „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)