06:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 23:16:00, 3482 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
 
მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და  ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
 
კითხვაზე, რა გეგმა აქვს მთავრობას იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორმა არ შეასრულა პირობა დათქმულ ვადაში, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ამაზე მთავრობა იმსჯელებს. „დარჩა რამდენიმე დღე, მე არ მსურს, ფორმალობები დავარღვიოთ, მითუმეტეს, სამართლებრივ დავაზე იწყება საუბარი. ვაცალოთ ინვესტორს, ამოიწურება ვადა და ვიმსჯელებთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროექტი აუცილებლად, სწრაფად, ეფექტურად განხორციელდეს. ანაკლიის პორტის პროექტი კონსტიტუციით არის დაცული" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics