2019-12-06 10:21:51, 1880 ნახვა
სამართალი
ყალბი 500-ევროიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და ქვემო ქართლის რეგიონში 20 ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა გაასაღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,