13:10 - 26 Jul, 2026
|
2019-12-05 16:46:47, 1598 ნახვა
საზოგადოება
„შეცვალეს“ აქტივისტმა გომელაურს შსს-ში პოლიციის შესახებ კანონი და „გაიშნიკის ჯოხი“ დაუტოვა
მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა ფარულავამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში, მინისტრ ვახტანგ გომელაურის სახელზე პოლიციის შესახებ კანონი და 90-იანი წლების მილიციელის, ე.წ. გაიშნიკის ჯოხი დატოვა. „ეს არის საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და გვინდა, რომ კანცელარიაში დავტოვოთ მინისტრის სახელზე. როგორც ჩანს, ეს კანონი არ უსწავლიათ, ასევე გვინდა ე.წ. "გაიშნიკის" ჯოხი დავუტოვოთ და ვუთხრათ, რომ ვართ ამ ეპოქაში სადაც არის დამოუკიდებელი საქართველოს, პოლიციის შესახებ კანონი და არ ვართ იმ 90-იანებში“,- განაცხადა ფარულავამ. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობება „შეცვალე“ და „სირცხვილიას“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)