20:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 15:54:34, 1919 ნახვა

სამართალი
ზუგდიდში, ბერ-მონაზონთან ერთად დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ზუგდიდში, ნარკოდანაშაულის საქმეზე, ბერ-მონაზონთან ერთად დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ადვოკატ ჯიტა გულუას თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებოს მეორე მხარე, რომელიც აღიარებს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნის და არა მალანიას. შესაბამისად მან არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაპატიმრების გამოყენების თაობაზე და შეუფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენეთ, ზუგდიდში ნარკოდანაშაულის საქმეზე ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი კიდევ ერთ პირთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება დაკავებული ბერის სასამართლო პროცესი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics