2019-12-05 15:57:58, 2120 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, უწყებაში მისი დაბარება რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატუსს უკავშირდება, სადაც ხელისუფლების დამხობაზე საუბრობდა.
„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, - წერს გვარამია.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი სუს-ის მიერ გაგზავნილ უწყებასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ის გამოკითხვაზე 6 დეკემბერს, 11:00 საათზეა დაბარებული.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა: „დაწერა, რომ ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,