11:31 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 12:31:56, 1033 ნახვა

საზოგადოება
ახალი რეგულაციები გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლს და სანქციებს გაამკაცრებს

ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხის გადაჭრის გზებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში წარმოების განვითარება პრიორიტეტულია, თუმცა თითოეული მეწარმე ვალდებულია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვა. სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა აყენებდეს ზიანს გარემოს და, შედეგად, მოსახლეობის ჯანმრთელობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რაც მნიშვნელოვანია არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების განსაზღვრისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ რუსთავში არსებული ვითარების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქალაქ რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური შემოწმებები განახორციელა. აღმოჩენილი დარღვევების შესახებ შეხვედრაზე თვითმართველობის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.

შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამზადებს. ახალი რეგულაციები გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლს და სანქციებს გაამკაცრებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics