|
2019-12-04 17:33:30, 1329 ნახვა
საზოგადოება
საექიმო საქმიანობის მაძიებლებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება
საექიმო საქმიანობის მაძიებლებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ღირებულება იქნება 40, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდის - 60 ლარი. 586-ე დადგენილებასთან დაკავშირებული ცვლილებები რეზიდენტურაში სწავლის მსურველებსა და ექიმის სერტიფიკატის მაძიებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ კახაბერ შალიკაძემ გააცნეს. შეხვედრა საქართველოს სამედიცინო უნივერისტეტში 4 დეკემბერს გაიმართა. საექიმო საქმიანობის მაძიებლებს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა 586-ე დადგენილების ამოქმედებასა და საგამოცდო თარიღს შორის არსებული მოკლე პერიოდი, ათი დღე. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის ნიადაგზე სამედიცინო უნივერსიტეტი გამოყოფს სათანადო რესურსს, რომელიც შეამცირებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების დანახარჯებს. საკვალიფიკაციო გამოცდაზე სულ 1599 პირია რეგისტრირებული, ხოლო 501 პირი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირდა.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)