11:31 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 16:42:03, 1323 ნახვა

საზოგადოება
„თავისუფალი ზონის“ აქტივისტებმა საგარეო უწყების შესასვლელ კარს მავთულხლართი შემოავლეს

სამოქალაქო მოძრაობის "თავისუფალი ზონის"  აქტივისტებმა საგარეო საქმეთა სამინისტოს შესასვლელ კარს მავთულხლართი შემოავლეს.

ამ ფორმით მათ რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტეს.

მავთულხლართებზე, რომელზეც აქციის მონაწილეებმა ზალკალიანის უწყებასთან მიიტანეს  საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებული ქართველი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები იყო მიმაგრებული.

ამასთან, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

„ეს ჩვეულებრივი ცენტრი არ იქნება, აქ იქნებიან რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც უფრო კარგად იმუშავებენ იმაზე, რომ საქართველოში ადამიანებს დააჯერონ, რომ თურმე რუსეთი არ არის ოკუპანტი“,- განაცხადა „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, მარინა ანდღულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics