|
2019-12-04 15:30:02, 2272 ნახვა
სამართალი
პროკურორი - ავტომანქანასთან დაკავშირებით გვარამიას განცხადებები მძიმე ბრალდებებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა
„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული განცხადებები ე.წ. ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა და ამავე დროს მცდელობა იმისა, რომ მას მძიმე ბრალდებებიდან ყურადღება გადაეტანა სხვა გარემოებებზე“, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას 1 ნოემბერს ახალი ბრალი წარედგინა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მან მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი და ამ სქემის შენიღბვის მიზნით ხსენებული ავტომობილი გააფორმა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე. „ სწორედ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი მხრიდან, იმის დასადგენად თუ რეალურად ვის ეკუთვნოდა ეს ავტომობილი და ვინ სარგებლობდა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მათ შორის, მოსამართლის განჩინების, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა უშუალოდ ავტომობილზე“,- განაცხადა პროკურორმა. ზვიად გუბელაძის თქმით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება კანონის სრული დაცვით მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო ვის სარგებლობაში იყო ავტომობილი. „მას შემდგომ, რაც გამოძიებამ მიიღო მტკიცებულებები, რომ ნამდვილად ბრალდებულ ნიკა გვარამიას ოჯახის საკუთრებაში იყო ეს ავტომობილი და ისინი სარგებლობდნენ, მაშინვე შეწყდა ვიდეოგადაღება. საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო რამდენიმე გარემოებაზე: პირველი ის რომ , სისხლის სამართლის საპროცესო მოთხოვნათა სრული დაცვით ხდებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედებების საფუძველი იყო სასამართლოს განჩინება, მხოლოდ 2 დღე ხდებოდა გადაღება და მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ ვის სარგებლობაში იყო ეს ავტომობილი ის დადგენილიყო და ეს ვიდეოჩანაწერი ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, როგორც მტკიცებულება. საქმის სასამართლოში წარმართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაცვის მხარეს , მათ შორის, ნიკა გვარამიას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს გადაეცა, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის ეს ვიდეოჩანაწერი და იქვე განემარტა, რომ ამ ვიდეოჩანაწერს ბრალდების მხარე იყენებდა როგორც მტკიცებულებას ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ“,- განაცხადა ზვიად გუბელაძემ. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით გავრცელებული შეფასებები არის მხოლოდ სპეკულაცია და მიზნად ისახავს , საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბრალდებიდან ყურადღების გადატანას სხვა, არა არსებით გარემოებებზე.
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)