|
2019-12-03 17:12:12, 1979 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა
3 დეკემბერს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, „ფაბრიკაში“ „ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა და ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა, „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში - „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდიში“, „დანკინ დონატსში“ და „ვიანორში“ სტაჟირების გავლისა და ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლისგან მასტერკლასების მოსმენის საშუალება მისცა. „ „ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ტემპების პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს საქრთველოს წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეულ სტუდენტებს მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში. „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის. შესაბამისად, ვთვლით, რომ წარჩინებული სტუდენტები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას სრულად შეძლებენ ისეთ წარმატებულ ბიზნეს კომპანიაში, როგორიც „ვისოლ ჯგუფია“. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მათთან ერთად სევქმნით უკეთეს მომავალს“, - განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. „ვისოლ ჯგუფის“ დასაქმების ფორუმზე სამსახურის დაწყების შანსის გარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მასტერკლასები ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამუძნებლისგან, ამავე დროს „ვისოლ ჯგუფში“ დასაქმებულმა წამყვანმა პროესიონალებმა გაუზაიარეს სტუდენტებს საკუთარი კურიერული წინსვლის გამოცდილება და ამისთვი საჭირო უნარ-ჩვევები. „ვისოლ ჯგუფის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სტუდენტებს წარმატებული გასაუბრებისა და დასაქმებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციებიც გაუწიეს. 5000-მდე თანამშრომლით „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. „ვისოლ ჯგუფი“ ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარების და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2011 წელს ჩამოაყალიბა „ვისოლ ჯგუფის“ აკადემია, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)