|
2019-12-03 14:31:00, 1595 ნახვა
საზოგადოება
„ოცნების“ ოფისთან დაპირისპირების დროს დაშავებულმა აქციის მონაწილეებმა სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს
თბილისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გუშინ ჰოსპიტალიზირებული ყველა პაციენტი ამ დროისთვის გაწერილია ბინაზე - აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების თქმით, ჰოსპიტალიზირებული იყო 5 პაციენტი, რომელთაგან 2 - ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი, ხოლო 3 - ნიუ ჰოსპიტალსში. ექიმების თქმით, მათ აღენიშნებოდათ გარეგანი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა კვლევების შედეგად რაიმე სახის გართულება არ გამოკვეთილა. სამედიცინო პერსონალის დაკვირვების შემდეგ, სამმა პაციენტმა რამდენიმე საათში დატოვა დაწესებულება, ხოლო 2 მათგანი ღამის განმავლობაში გაეწერა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)