07:49 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 14:02:37, 1688 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთის“ თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - „რეჰაბს“

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს,   ლიბერთიმ  „ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი -  რეჰაბის“ ბენეფიციარებს განსაკუთრებული წინასაახალწლო დღესასწაული მოუწყო.

,,ლიბერთის სახით ძალიან ღირსეული და ქველმოქმედი პარტნიორი შევიძინეთ. ბანკის თანადგომით დღემდე დაფინანსებულია  11 000 ზე მეტი სარეაბილიტაციო პროცედურა, რომელიც ჩვენი ბენეფიციარების სოციუმში ინტეგრაციას შეუწობს ხელს. ცენტრისა და მშობლების სახელით  მადლობას ვუხდით  ლიბერთის მხარდაჭერისთვის, რომლის თანადგომით 200  ბენეფიციარს,  წლის განმავლობაში  უწყვეტი სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდათ“, - განაცხადა ,,რეჰაბის“ კლინიკურმა დირექტორმა, მარინა შიშნიაშვილმა.

,,მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა წვლილი შევიტანოთ შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მნიშვნელოვან საქმეში. 2018 წლიდან, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით ჩვენ არაერთი მსგავსი, მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ.  ყველა ეს პროექტი მიმართულია იმ ადამიანების და ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება“, -განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics