09:45 - 26 Jul, 2026
|
2019-12-02 18:11:16, 1270 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა
თბილისის ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ამის გამო, მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს. მენინგიტის შესახებ ინფორმაცია 92-ე საჯარო სკოლის დირექტორმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის მოსწავლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „სამწუხაროდ დაფიქსირდა მენინგიტის შემთხვევა, შესაბამისად სკოლამ მივიღეთ ყველა საჭირო ღონისძიება, შევატყობინეთ შესაბამის სამსახურებს და იმ დღესვე ჩატარდა დეზინფექცია. დღევანდელი დღის ინფორმაციით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაზეა საუბარი და ბავშვიც უკვე პალატაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)