|
2019-12-02 13:10:45, 2258 ნახვა
სამართალი
ბადრი ჯაფარიძე: ვერ იარსებებს მტიცებულება, რადგან ასეთი რამ, რაშიც ცილს გვწამებენ არ მომხდარა
„არ არსებობს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ მოწმეც და ვერც იარსებებს, რადგან ასეთი რამ, არ მომხდარა, რაშიც ჩვენ ცილს გვწამებენ“,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურა არის პრივატიზირებული ივანიშვილის მიერ და ეს უნდა შეიცვალოს, რათა ქეყანას ჰქონდეს განვითარების პერსპექტივა. „პროკურატურა, სამწუხაროდ, არის პრივატიზებული ივანიშვილის მიერ. არ არსებობს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ მოწმეც. ვერ იარსებებს ბუნებაში, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა, რაშიც ჩვენ ცილს გვწამებენ. ეს არის სიყალბით გაჯერებული პოლიტიკური დევნა და ეს გრძელდება. ასე, რომ ძალიან ადვილი არის ამის დანახვა, ამის მხილებას ჩვენ გავაგრძელებთ. ეს ჩვენ ვერ გაგვაჩეერებს, რომ შევცვალოთ ეს ვითრება ჩვენს ქვეყანაში, შევცვალოთ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით, იმიტომ, რომ ის რაც გააკეთა ივანიშვილმა, პრაქტიკულად ისედაც პოლიტიკურად დაქვემდებარებული პროკურატურა გადააქცია პირად პროკურატურად, ეს უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანა ჰქონდეს მომავალი განვითარების პერსპექტივა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობას. გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)