|
2019-11-30 13:17:34, 2751 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე 1 700 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის ფარგლებში, განათების ქსელის, დამცავი მოაჯირის, ბორდიურის, ფილებისა და საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას. ლოტკინზე, ხერთვისის ქუჩაზე გზაგამყოფი სკვერი ძალიან ცუდ მგომარეობაში იყო. ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობას ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე ექნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა დაახლოებით, 90 000 ლარს დახარჯავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)