2019-11-30 12:02:36, 3190 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი დაინიშნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ მარსაგიშვილი თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მშვენიერაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა.
გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად სერგო მეთოფიშვილი, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი ბიძინა სტურუა დაინიშნა.
მიღებული გადაწყვეტილებები 2 დეკემბრიდან ამოქმედდება.
აღნიშნული ინფორმაცია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,