2019-11-29 14:55:59, 3252 ნახვა
სამართალი
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პოლიციამ 6 პირი დააკავა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტირება ვერ შედგა, აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, რადგან იქ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მისულიყო. მათ ბიბლიოთეკის შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ. არსებული ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრს ბიბლიოთეკაში შესვლა პოლიციის დახმარებით მოუწია. რაც შეეხება შენობიდან გამოსვლას, წულუკინმა ეროვნული ბიბლიოთეკა შეძახილებისა და სტვენის ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,