09:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 18:20:37, 1504 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის რეფორმის ამოქმედების შედეგად, დამკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა საგადასახადო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე, რომელიც შეეხო დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ დებულებებს.

მისი თქმით, დღგ-ის რეფორმის ამოქმედების შედეგად, დამკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა.

„უახლოეს მომავალში, პროექტს განსახილველად წარმოვადგენთ პარლამეტში. დღგ-ის რეფორმის ამოქმედება, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს. შენარჩუნდება ყველა არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირებას, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, მოხდა დოკუმენტის საჯარო განხილვა როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ისე ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფთან. პროექტის საბოლოო ვერსია სწორედ მათი წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics