09:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 18:01:04, 1461 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: გასულ წელთან შედარებით, წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული

„გასულ წელთან შედარებით,  წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული“, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან ასევე ისაუბრა კაპიტალური ხარჯების ათვისების ტენდენციაზე და აღნიშნა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივ ბიუჯეტიდან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პროექტების შესრულების მაჩვენებელი.

„მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული. კაპიტალური დანახარჯების ყოველთვიური დინამიკის გაუმჯობესების შედეგად, 2019 წელს ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობაც ეტაპობრივად იზრდება და წლის ბოლოსთვის მშპ-ს 2.5%-ის ფარგლებში იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics