2019-11-28 11:14:45, 2833 ნახვა
სამართალი
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან - აქციის მონაწილეებს ლითონის კონსტრუქციაზე სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ რკინის ჯებირებზე საღებავით წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, ისინი კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
საბოლოოდ, რამდენიმე აქტივისტმა მაინც შეძლო საღებავით რკინის ჯებირზე წარწერის გაკეთება. მათ ასევე ჯებირებზე სტიკერების „შეცვალეს“ გაკვრაც მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რის გამოც, პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელი პოლიციების მიერ არის ბლოკირებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,