|
2019-11-27 19:27:35, 2172 ნახვა
საზოგადოება
„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - კობა გვენეტაძემ ზურაბ ჟვანიას ოჯახს ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასა და მის შვილს, ბესარიონ ჟვანიას უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ოჯახს საჩუქრად გადასცა სებ-ის ახალი საკოლექციო მონეტა, რომელიც ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილესა და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. "მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი" - შეგახსენებთ, რომ მონეტის რევერსზე სწორედ ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი ფრაზაა დატანილი.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)