|
2019-11-27 17:06:47, 1746 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდუბის ხიდთან არსებულ შუა გამყოფ ზოლს ამწვანებს
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდუბის ხიდთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ შუა გამყოფ ზოლს ამწვანებს. გამწვანების პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო. „აღნიშნულ ტერიტორიაზე, დაირგო 6 მეტრამდე სიმაღლის სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარე. ვფიქრობთ, რომ ეკოლოგიურ მდგომარეობა ამ კონკრეტულ მონაკვეთში საგრძნობლად გაუმჯობესდება. ეს არის ნაწილი იმ დიდი საშემოდგომო რგვებისა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. ჯამში საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში 12 000 მერქნიანი მცენარე იქნება დარგული“, - განაცხადა მაია ბითაძემ. ტერიტორიაზე ირგვება 167 ძირი კვიდო და 50 ძირი ლეკის ხე, გარდა ამისა, 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე განხორციელდა მიწის შეტანისა და ბალახის დათესვის სამუშაოები. ასევე, დაირგო 180 ძირი სხვადასხვა სახეობის დიდტანოვანი ხე. მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით 12 000-მდე დიდტანოვანი ხე და 8 000-ზე მეტი ბუჩქი დაირგვება. გამწვანების აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)