|
2019-11-25 20:58:25, 1144 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს [ვიდეო]
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას იწყებენ. ადგილზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააცნო. ხოშტარიამ მათ მოუწოდა, პიკეტირება პოლიტიკოსებთან ერთად ჩიტაძის ქუჩის მხრიდან დაიწყონ და შენობის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან. „ჩვენ ახლა გადავალთ ჩიტაძის მხარეს, ჩავდგებით წინ და დავარტყავთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტს. დაინახონ ჩვენი ძალა, დაინახონ, რომ ეს პარლამენტი არ ეკუთნით ივანიშვილის მონებს და ბანდიტებს. პარლამენტი ეკუთნის ხალხს და ჩვენ ვიდგებით ამ პარლამენტში. ჩვენი პროტესტი არის არაძალადობრივი, სამართლიანი და მტკიცე“, - მიმართა ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს. შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი კვლავ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბა. ისინი აცხადებენ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)