06:27 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 19:59:28, 1053 ნახვა

საზოგადოება
„ერთად ერთის წინააღმდეგ!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა [live]

თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.

ადგილზე ასობით მოქალაქე კვლავ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბა.

აქციას ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტთა ნაწილი „რესპუბლიკის მოედნიდან“ მსვლელობით შეურთდა. ასევე, თსუ-ს ეზოდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს სტუდენტებმაც.

გარდა ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარლამენტის პიკეტირებას დღესაც გეგმავენ, რათა ხვალ, დეპუტატებმა პლენარული სხდომის ჩატარება ვერ შეძლონ. თავის მხრივ, მმართველი გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას ხელისუფლება არ დაუშვებს და საჭიროების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.

აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ტერიტორიაზე მობილიზებული დიდი რაოდენობით სამართალდამცველი. გარდა ამისა, პარლამენტის ეზოში დილიდან პოლიციის დამატებითი ძალებია განლაგებული.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics