06:27 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 19:41:06, 1108 ნახვა

საზოგადოება
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

თავდაპირველად მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული, თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ, სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის ასევე მსვლელობით შეუერთდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი, პროპორციული არჩევნების ჩატარებაა. ისინი აცხადებენ, რომ თუ მოთხოვნების არ შესრულდება, პროტესტს არ შეწყვეტენ. ამასთან, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დღეს პარლამენტის პიკეტირება კვლავ მოხდება, რათა ხვალ დეპუტატებმა პლენარული სხდომის ჩატარება ვერ შეძლონ.

ამ დროისთვის ადგილზე ასობით მოქალაქე იმყოფება. ამასთან, როგროც პარლამენტის ეზოში, ისე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics