|
2019-11-25 19:03:06, 1257 ნახვა
საზოგადოება
პოლიციამ ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ ერთი ავტომობილი ჩამოართვა, რომელშიც აქციისთვის საჭირო ინვენტარი იყო
„თავისუფლების მოედანზე“ საპატრულო პოლიციამ ოპოზიციას ავტომობილი ჩამოართვა, რომლითაც მათ აქციისთვის საჭირო ინვენტარი პარლამენტის შენობასთან მიჰქონდათ, მძღოლი კი, დააკავა. მომხდარის გამო აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, აქციაზე საჭირო ინვენტარს მაინც მიიტანენ. „გაიტაცეს მანქანა კასრებით, ისე როგორც კრიმინალებმა. გადმოსვეს მძღოლი და მოიტაცეს მანქანა. ჭიდაობენ იმისთვის, რომ ხალხი ღამე არ გათბეს. ჩვენ მაინც მივაღწევთ ჩვენსას“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. ამის შემდეგ დეპუტატი საპატრულო პოლიციის ავტომობილს წინ გადაეღობა და არ ატარებდა, თუმცა სამართალდამცველებმა ის გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მძღოლის დაკავება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო მოხდა. "თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით (ასკ-ს 173 მუხლი) დაკავებულია 1 პირი, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე", - განაცხადეს შსს-ში. შეგახსენებთ, დღეს პოლიციამ „ევროპული საქართველოს“ კიდევ ორი წევრი დააკავა, რომლებსაც რუსთაველის გამზირის მიმართულებით აქციისთვის საჭირო ინვენტარი მიჰქონდათ. შსს მათაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. რაც შეეხება ავტომობილს, უწყებაში განმარტეს, რომ ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანა მძღოლის დაკავების გამო გახდა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)