|
2019-11-25 13:37:17, 1113 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N12 ბაღმა რეაბილიტაციის შემდეგ მუშაობა განაახლა
თბილისის N12 ბაგა-ბაღში 4-თვიანი პაუზის შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდა. საბავშვო ბაღის შენობაში სრულად განახლდა ინტერიერი - ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა ელექტროსისტემა, მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, განახლდა იატაკი, კარები, განათებები, გამწოვი სისტემები და სხვა ინვენტარი, სამგორის რაიონის გამგეობამ კი ბაგა-ბაღის ეზოში ასფალტის საფარი დააგო. ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებს გასართობი ღონისძიებითა და ანიმატორების შოუთი დახვდა. ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. სტუმრებმა განახლებული ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერეს და მშობლებსა და პერსონალს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცეს. „მეთორმეტე საბავშვო ბაღი, შეიძლება ითქვას, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო რეაბილიტაციამდე. გარდა იმისა, რომ მთელ შენობაში ინტერიერი იყო სრულიად ამორტიზებული, ბაღს არ ჰქონდა შემოსასვლელი გზა. სამგორის გამგეობის დახმარებით, დღეს ბაღის ეზოში გადაადგილება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. პროექტზე 200 000-მდე ლარი დაიხარჯა და მომავალში ჩვენ ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზეც ვიზრუნებთ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)