2019-11-24 20:58:58, 2682 ნახვა
სამართალი
მთავარი არხის ინფორმაციით, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლის გამო სუს-ის მაღალჩინოსანმა მეზობელს სცემა
მთავარი არხის ინფორმაციით, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა, ელდარ ეგრისელაშვილმა მეზობლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ერთ-ერთი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სუს-ის მაღალჩინოსანმა ელდარ ეგრისელაშვილმა, მეზობელს გამათბობლის კონსტრუქცია დაუნგრია, რომელიც მისი განმარტებით არასწორად იყო დამონტაჟებული. ეგრისელაშვილის მეზობელი ამბობს, რომ ამის გამო სხლში, სადაც 2 ბავშვი ცხოვრობს რამდენიმე საათის ანმავლობაში COშედიოდა. განმარტებების მოთხოვნის შემდეგ, ელდარ ეგრისელაშვილმა და მისმა ძმამ მეზობელი სასტიკად სცემეს. დაზარალებული არზიშ შთაბანოვი, ახლა საავადმყოში იმყოფება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,