|
2019-11-22 18:23:46, 2724 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ტურინში იტალიური საავტომობილო კომპანია IVECO-ს საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა
იტალიაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, დღეს, ქალაქ ტურინში მდებარე იტალიურ საავტომობილო კომპანია IVECO-ს ესტუმრა და კომპანიის მიერ წარმოებული საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა. როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისის მერიის პრიორიტეტული მიმართულება 2020 წელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ახალი ავტობუსების შეძენა იქნება. „თქვენ იცით, რომ ვაპირებთ დამატებით ავტობუსების შესყიდვას, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება ყოველმხრივ მოწესრიგებული იყოს. გარდა იმისა, რაც უკვე შევისყიდეთ, კიდევ იქნება წარმოდგენილი დიზელზე მომუშავე, „ევრო 6“-ის სტანდარტის ავტობუსები. თუმცა, ჩვენ ასევე ვამუშავებთ პროექტს ელექტროავტობუსების შესაძენად. უნდა ითქვას ისიც, რომ ელექტროავტობუსები ძვირი ჯდება, რადგან ისინი სიახლეს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მთავარი და მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული და მოქალაქეებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეძლოთ გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)