|
2019-11-22 16:51:00, 2563 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International-ი რუსეთს და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
Amnesty International-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. „ორივე მხარემ უნდა უზრუნველყოს ვაჟა გაფრინდაშვილს დაუყოვნებლივ გათავისუფლება. გარდა ამისა, მათ უნდა აუნაზღაურონ ის ზიანი, რომელიც გაფრინდაშვილმა დაკავების შედეგად მიიღო. მხარეებმა [რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალმა] უნდა უზრუნველყონ, რომ არავინ დაექვემდებაროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი დაირღვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)