|
2019-11-22 13:20:45, 1764 ნახვა
საზოგადოება
ოზურგეთში, თალაკვაძის ბიუროს ოფისთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა
გურიაში, ოზურგეთის მაჟორიტარული ოლქის „დაბოქლომების“ დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. ამ წუთებში დაშავებული რეანომობილით ბათუმის საავადმყოფოში გადაჰყავთ. მისი მდგომარეობა მძიმეა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „ბოქლომების ომი“ 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირებით დაიწყეს. ამის შემდეგ ბოქლომები დაადეს კანცელარიის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის შენობებს. დღეს დილიდან აქციის მონაწილეებიი მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებთან მივიდნენ. რამდენიმე დეპუტატის ოფისს მათ ბოქლომი დაადეს, ზოგიერთ რეგიონში კი მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. მცხეთაში, ბოქლომების დადების მცდელობის დროს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თორნიკე დიასამიძე დააკვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)