05:09 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 10:39:48, 1619 ნახვა

საზოგადოება
გამოფენის Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენის Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე გაანალიზდა ის მიღწევები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სეგმენტში გვაქვს. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რაც ფერმერებს აქვთ. მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამები, რომელთა განხორციელებაც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლისათვის აქვს დაგეგმილი, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი სოფლისა და  სოფლის მეურნეობის წინაშე დგას. აღსანიშნავია, რომ ასეთ ფორმატში ფერმერებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია საჭიროებების სწორად განსაზღვრისთვის და ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

წელს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების  საერთაშორისო გამოფენა მეცრამეტედ იმართება და მასში 15 ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, ასევე, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics