|
2019-11-21 17:09:46, 2160 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული რეჟიმის КГБ - გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა და რუსეთი საქართველოს მტერია
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უშიშროების კომიტეტის КГБ , დაკითხვის დროს ქართველმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა და რუსეთი საქართველოს მტერია. "ექიმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს თქვა, რომ საზღვარზე სპეციალურად გადავიდა, რადგან აპირებდა მისვლას სოფელ მონასტერში არსებულ ეკლესიაში, თუმცა, ამასთან, ვერ შეძლო საუბარი თავის რელიგიურ შეხედულებებზე. გარდა ამისა, ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა კითხვებისთვის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არის საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანების მომხრე, საზღვრის გადაკვეთას აფასებს, როგორც საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლების - თავისუფლად გადაადგილების განხორციელებას, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, ვ. გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქათველოს მოქალაქე, იტოვებს უფლებას აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა", - აღნიშნავს ე.წ. КГБ. საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)