|
2019-11-21 16:54:02, 1752 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის მრჩეველი ლელა აქიაშვილი კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობის“ ფარგლებში სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა
თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი 203-ე სკოლის სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ თანასწორობის კვირეულში სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად მონაწილეობს, რომელიც კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ხორციელდება. „თანასწორობა არამხოლოდ იდეალისტური, არამედ პრაქტიკული ღირებულებაა. ის ეხება თითოეულ ჩვენგანს ყოველდღე და ყველა გარემოში. შესაბამისად, თანასწორობის დაცვა და ამ უფლების გარანტია საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანისათვის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტია“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საინფორმაციო ღონისძიებები, რომელიც ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ და გაიღრმავონ ინფორმაცია თანასწორობის მნიშვნელობასა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ და გაეცნონ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)