|
2019-11-21 16:04:34, 1463 ნახვა
საზოგადოება
მისამართების სისტემასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამისამართო სისტემის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ოცამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოების, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს ფოსტის, 112-ის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა. მონაწილეებმა მისამართებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარებისა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ამასთან, მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს, მუნიციპალიტეტების ხელშეწყობის მიზნით სამუშაოები განახორციელონ, რაც საბოლოოდ, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაზუსტებას და სივრცითი მონაცემების შექმნას უზრუნველყოფს. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო ღონისძიებები დაიგეგმა. სამუშაო შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის «მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)