05:08 - 26 Jul, 2026
|
2019-11-21 15:07:23, 1333 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნა და ბოქლომები მიიტანეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ნაგვის ურნა და ბოქლომები მიიტანეს. მათი თქმით, დროა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლონ და ნაგვის ურნები „ქართული ოცნების“ დღევანდელ სახეს აჩვენებს. ადგილზე სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს რეზიდენციის კარზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)