|
2019-11-21 12:58:10, 990 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „დაახლოებით 50 წელია, რაც გორდის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები არ შესრულებულა. გზის საფარი მთლიანად ამორტიზებული იყო და ნალექიან ამინდში მოქალაქეებს ძალიან უჭირდათ გადაადგილება. დავასრულეთ ქუჩის კაპიტალური შეკეთება და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. რამდენიმე დღეში გორდის ქუჩაზე ხის ნერგებსაც დავრგავთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 325 000 ლარი დახარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)