|
2019-11-20 16:23:41, 1734 ნახვა
საზოგადოება
გლდანის ა მიკრორაიონში კალათბურთის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობას განაგრძობს. გლდანის ა მიკრორაიონის N 68 – 69 კორპუსის მიმდებარედ, კალათბურთის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება არსებულის სრული დემონტაჟი და ფუნდამენტურად მოეწყობა საფუძველი, ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგება პლასტიკის საფარი, მოეწყობა კალათბურთის ფარები და გულშემატკივრებისთვის ტრიბუნები განთავსდება. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,არბა’’ ახორციელებს, 83 333 ლარია გათვალისწინებული და დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოების დაწყებას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო. მიმდინარე წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ ჯამში, 21 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)