|
2019-11-20 11:52:52, 1102 ნახვა
საზოგადოება
პირველი ნოემბრიდან დღემდე ქიმწმენდის ვაუჩერით 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა
ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე, 1 ნოემბრიდან დღემდე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, პირველი ეტაპისგან განსხვავებით ვაუჩერებით სარგებლობის მაჩვენებელი მაღალია. „ჩვენ ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპი დავიწყეთ და პირველი ეტაპისგან განსხვავებით გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. იმ მოწოდებების შემდეგ, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული, დღეის მდგომარეობით 500-მდე ვაუჩერი არის გაცემული, როდესაც პირველ შემთხვევაში მთლიანად 87 ვაუჩერი იყო გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ამ ეტაპზე A კატეგორიაში 13000-ზე მეტი მძღოლი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, ეს ციფრი მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)