|
2015-07-21 14:35:23, 670 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ გონიო-აფსაროსში გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან მირანდა ჩარკვიანთან ერთად გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში აღმოჩენილი გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 27 ივნისიდან, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით გონიოს ციხეში ქართულ–პოლონური ერთობლივი ექსპედიციის მეორე სეზონი მიმდინარეობს. სამი კვირის მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი აღმოჩენები დაფიქსირდა. ერთ–ერთი კონსტრუქციის იატაკზე (მისი სავარაუდო ფართობი 100 კვ.მ. უნდა იყოს) გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს. რომაული კულტურის გავრცელების არეალში მრავალი მოზაიკა აღმოჩენილა, მაგრამ გონიოს ნიმუში განსაკუთრებულია. ესაა რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა, რაც იშვიათობაა. ამ პერიოდით დათარიღებული (ახ.წ. I ს–ის მეორე ნახევარი) მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის (69–79 წწ) დროსაა აგებული. ციხის სამხრეთ–აღმოსავლეთ მონაკვეთში გრძელდება რომაული ეპოქის ყაზარმის ნაშთების შესწავლა. ამ აღმოჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გონიოს ციხე რომის იმპერიის მნიშვნელოვანი სასაზღვრო ციხესიმაგრე იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)