02:42 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 22:06:52, 1064 ნახვა

საზოგადოება
დაპირისპირება პარლამენტთან - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა.

ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ მხარდამჭერებთან ერთად, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აღნიშნულს ადგილზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ინციდენტი უკვე ამოწურულია.

აქციაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები სიტყვით გამოდიან და ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

შეგახსნებეთ, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქცია სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშალეს. შსს-ს ინფორმაციით, დაშლის დროს სულ 18 პირის დაკავება მოხდა. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics